USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
Tbilisi
კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი 55.6 მილიარდს აჭარბებს
Date:  

საქართველოში მოქმედმა 17-მა კომერციულმა ბანკმა სებ-ს 2024 წლის პირველი 4 თვის ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინა. დოკუმენტაციის თანახმად, საბანკო სექტორის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 55.5 მილიარდ ლარს აღწევს. ამ თანხის 76.5% ორი უმსხვილესი ბანკის მიერ გაცემულ კრედიტებს წარმოადგენს, ხოლო სამი უმსხვილესი ბანკის კრედიტების მოცულობა სექტორის 82%-ია.

ბანკების ფინანსური ინფორმაციის თანახმად, მთლიანი სესხებიდან 18.7 მილიარდი ლარი კორპორაციული სესხებია, 9.1 მილიარდი ლარი მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული კრედიტებია, 7.5 მილიარდი ლარი მიკრობიზნეს სესხებია, ხოლო 20.2 მილიარდი ლარი კი ფიზიკურ პირებზე გაცემული კრედიტებია.

ქართული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2024 წლის აპრილის მდგომარეობით:

კომერციული ბანკი

საკრედიტო პორტფელი ლარებში

თი–ბი–სი ბანკი 21,821,087,000
საქართველოს ბანკი 20,738,857,000
ლიბერთი ბანკი 3,193,676,000
ბაზის ბანკი 2,515,565,000
კრედო ბანკი 2,139,730,000
ტერა ბანკი 1,335,429,000
პროკრედიტ ბანკი 1,243,618,000
ქართუ ბანკი 870,052,000
ხალიკ ბანკი 696,128,000
იშ ბანკ 316,404,000
პაშაბანკი 313,756,000
ვი–თი–ბი ბანკი 205,670,000
ზირაათ ბანკი 149,604,000
სილქ ბანკი 64,415,000

ეკონომიკის სექტორების მიხედვით სასესხო დაფინანსება წაიკითხეთ ბმულზე.

World
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way