USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
კომაროვის სკოლის 16-მა კურსდამთავრებულმა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსება მოიპოვა!
дата:  913

კომაროვის სკოლის მოსწავლეების წარმატებები უცხო არავისთვისაა. საკმაოდ ხშირად გვესმის ხოლმე ამ სკოლის კურსდამთავრებულების წარმატებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – საერთაშორისო ასპარეზზეც. სულ ახლახან კი ცნობილი კიდევ ერთი კარგი ამბავი გახდა – კომაროვის სკოლის 16-მა კურსდამთავრებულმა სრული დაფინანსება მოიპოვა და 2020 წლიდან სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ. ესენი არიან:

თინათინ ქოქოშვილი – University of Pennsylvania;
ლუკა ბუსკივაძე – Vanderbilt University;
საბა ლეფსვერიძე – Massachusetts Institute of Technology;
ნიკა გედენიძე – Caldwell University;
ტატო მახარაშვილი – Hartwick college;
მარიამ ლომთაძე – Carleton University;
სანდრო გახარია – Jacobs University Bremen;
ნიკა ბოდაველი – Jacobs University Bremen;
ზუკა მურვანიძე – Jacobs University Bremen;
გიორგი ქიტუაშვილი – New York University Abu Dhabi;
ლაშა თარგამაძე – Carnegie Mellon University Qatar;
დემეტრე დევიძე – Carnegie Mellon University Qatar;
ლაშა კოროშინაძე – École Polytechnique;
მარიამ გედენიძე – École Polytechnique;
დიმიტრი კორკოტაშვილი – École Polytechnique;
კახა შამანაური – École Polytechnique;
 

როგორც ცნობილია, ბოლო წლებში კომაროვის სკოლის 70-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში გააგრძელა.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ამ ბავშვებს წარმატებები ვუსურვოთ!

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати