USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
თბილისი
კომაროველმა ლუკა ბუსკივაძემ Vanderbilt-ის უნივერსიტეტში სწავლისთვის წელიწადში $80 500-იანი დაფინანსება მოიპოვა
თარიღი:  1203

კომაროვის მე-12 კლასის მოსწავლე, ლუკა ბუსკივაძე, მომავალი სასწავლო წლიდან, ამერიკაში, Vanderbilt-ის უნივერსიტეტში ისწავლის. ამისთვის, რამდენიმე საგამოცდო ეტაპი გაიარა. საბოლოოდ კი, წელიწადში $80 500-იანი დაფინანსება მოიპოვა. ამბობს, რომ ამ ბედნიერებისთვის ორი წელი იბრძოდა, ყველაფერი გვერდზე გადადო და მხოლოდ ამ მიზანზე კონცენტრირდა. ასეთ უნივერსიტეტში და ამხელა დაფინანსებით სწავლა, მისთვის, ლატარიის მოგების ტოლფასია – „ამხელა მოგების გაფლანგვას არ აპირებ. ახლა კიდევ უფრო მოტივირებული ვარ, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო“.

 Vanderbilt-ის უნივერსიტეტში აგვისტოში მიემგზავრება, მანამდე კი თბილისში, კომაროვის სკოლა უნდა დაასრულოს.

ლუკა ბუსიკვაძე

ლუკა ბუსიკვაძე: ვფიქრობ, ახლა, ისე როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება განათლებული თაობა.  ხშირ შემთხვევაში, ეს თემა არა არის ისეთი აქტუალური, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ჩემი გამოცდილების გაზიარებისა და სხვების დახმარების საშუალება მაქვს. ამჟამად, კომაროვის სკოლის მე-12 კლასელი ვარ. იმის და მიუხედავად, რომ უკვე მიღებული ვარ უნივერსიტეტში, ვცდილობ, შევინარჩუნო მაღალი ნიშნები, რომ წლის ბოლოს მედალი ავიღო. როგორც სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტი, დიდ გამოცდილებას ვიღებ მრჩეველთა, დისციპლინარულ და სამეურნეო საბჭოში. ვცდილობ სკოლას, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ბედნიერებაში, რითიც შემიძლია, დავეხმარო. რაც შეეხება სკოლის გარეთ ჩემ აქტივობას, მყავს მოსწავლეები – სამ მოსწავლეს ვამზადებ მათემატიკაში. ორ მესამე კლასელს და ერთ მე-12 კლასელს, საერთაშორისო გამოცდისთვის. ამავდროულად, ვიღებ სიამოვნებას და მცირე ჯიბის ფულს“.

ამბობს, რომ უკვე ემზადება იმ რთული სასწავლო პროგრამისთვის, რაც ამერიკაში დახვდება. წასვლამდე კი მისი პრიორიტეტი საყვარელ ადამიანებთან დროის გატარებაა.

„სანამ წავალ, მინდა, რაც შეიძლება ახლოს ვიყო ოჯახთან, შეყვარებულთან და მეგობრებთან.  აგვისტოში მივდივარ, მაგრამ მგონია, რომ ეს 6 თვე მალე გავა.

როგორ მოხვდი Vanderbilt-ში?

ლ.ბ. : ორი წლის წინ, ოჯახში ხშირად მქონდა დავა იმაზე, სად გავაგრძელებდი სწავლას. ჩემებმა არ იცოდნენ ამერიკაში წასვლის კონკრეტულ შესაძლებლობაზე. თუმცა, სულ მიბიძგებდნენ ამერიკაში წასვლისკენ. მაშინ მტკიცედ ვამბობდი, რომ საქართველოში დარჩენა და აქ სწავლა მინოდოდა. 2018 წლის სექტემბერში, ტურნირზე, კომაროველი ლუკა გურგენიძე გავიცანი, რომელიც ახლა Vanderbilt-ში, პირველ კურსზეა და პირველი ქართველია ისტორიაში, ვინც ამ უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე სასწავლებლად წავიდა. მაშინ მე და ლუკა ძალიან ახლოს არ ვიყავით, მაგრამ მან რამდენიმე საათი დამითმო და ყველაფერს მომიყვა ამერიკის შესახებ. არ დაიზარა და გამაცნო ყველა ეტაპი. იმ დღეს სახლში რომ მივედი, ოჯახი შევკრიბე და ვუთხარი, რომ ამერიკაში ვაპირებდი წასვლას. რაც შეეხება დაფინანსებას, სწავლა ამერიკის ასეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში 74,000$ ღირს, წელიწადში. რა თქმა უნდა, ჩემ ოჯახს არ შეეძლო ამხელა თანხის გადახდა. ვიცოდი, ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც აფინანსებდნენ ბავშვებს, თან სრულად და უცხოელებს. თუმცა, ამან არ შემაჩერა. ოჯახიც მალევე გვერდით დამიდგა და ერთად დავიწყეთ თავგადასავალი.

რა ეტაპები გაიარე Vanderbilt-ში ჩასაბარებლად? 

ლ.ბ. : ამერიკის უნივერსიტეტებში მოსახვედრად უნდა გაიგზავნოს აპლიკაცია, რომელშიც ეწერება SAT-ის( უნარები ინგლისურად) და TOEFL-ის( ინგლისური ენის ცოდნის ტესტი) ქულები, ჩვენი აქტივობები, მასწავლებლების რეკომენდაციები, ესეები და ა.შ. გამოცდებში მაღალი ქულები ავიღე. ესეებზე ბევრი ვიმუშავე და საბოლოოდ ჩემი აპლიკაცია გავაგზავნე. ძალიან დამეხმარნენ EducationUSA-ში და კომაროვის სკოლის ქაუნსელორი – მაია ოთიაშვილი.

რა პროგრამაზე ისწავლი Vanderbilt-ში და როგორ მიიღეთ დაფინანსება?

ლ.ბ. : სწავლა (ცხოვრების და კვების ჩათვლით) $74 000 ღირს, წელიწადში. მე აპლიკაციის გაგზავნისას ოჯახის ყველა ფინანსური დოკუმენტი გავუგზავნე და დავწერე, რომ მხოლოდ $1 700-ის გადახდას შევძლებდი, რაც კიდე უფრო ამცირებდა ჩემი მიღების შანსებს. საბოლოოდ, უნივერსიტეტს იმდენად მოვეწონე, რომ უამრავ უცხოელ და მათ შორის ქართველ აპლიკანტებს შორის მე ამირჩიეს. [წელიწადში] $80 500-ით დამაფინანსეს, რაც იმას ნიშნავს რომ, არც იმ $1 700-ს მახდევინებენ. პირიქით, ჯანმრთელობის დაზღვევის და ორჯერ მგზავრობის ფულსაც კი მაძლევენ ზედმეტად. სწავლა 4-წლიანია, რაც ნიშნავს, რომ ჯამური დაფინანსება $320 000 დოლარი გამოდის. წარმოუდგენლად დიდი თანხაა. ამიტომ, ასეთი შანსის მერე კიდე უფრო მოტივირებული ვარ. დიდი ალბათობით, ვისწავლი Math & Computer Science (Major) და Business (Minor). სწავლა ძალიან რთული იქნება, თუმცა მზად ვარ ენერგია არ დავზოგო და ყველაფერი გავაკეთო, რაც კი შემიძლია.

რატომ Vanderbilt -ის უნივერსიტეტი?

ლ.ბ. : ამერიკაში ათასობით უნივერსიტეტია. თუმცა, ძალიან ცოტა მათგანია თანახმა, უცხოელი სტუდენტი დააფინანსოს. Vanderbilt ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პრესტიჟული უნივერსიტეტია. ულამაზეს ქალაქშია და სავსეა მონდომებული სტუდენტებით. ძლიერი პროგრამები აქვთ და თან იქ, ახლა უკვე ჩემი ძალიან ახლო მეგობარი ლუკა გურგენიძე სწავლობს. ისიც იმ ფაკულტეტზეა, რაზეც მე მინდა სწავლა. ძალიან დამეხმარება მაღალი ნიშნების აღებაში.

რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ეს წარმატება?

ლ.ბ. : ამ ბედნიერებისთვის ორი წელია ვიბრძვი. არაფერი დამზარებია, ყველაფერი სხვა გვერდზე გადავდე და მხოლოდ ამ მიზანზე ვკოცენტრირდი. ასეთი ფინანსური შესაძლებლობით, ასეთ უნივერსიტეტში სწავლა, ლატარიის მოგების ტოლფასია. და მე ამხელა მოგების გაფლანგვას არ ვაპირებ. ახლა კიდე უფრო მოტივირებული ვარ, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო.

რას ურჩევ სხვა მოსწავლეებს, ვისაც სურს, საზღვარგარეთ, ამ ან სხვა უნივერსიტეტში ისწავლოს?

ლ.ბ. : ხშირ შემთხვევაში, მოსწავლეებს გონიათ, რომ ისინი ჩამორჩნენ სხვა ბავშვებს და შანსი არ აქვთ, ან ფინანსური შესაძლებლობა არ უწყობთ ხელს. მე იდეალური მაგალით ვარ იმისა, რომ მონდომებით ყველაფერი არის შესაძლებელი. მეათე კლასამდე არ მქონდა მაღალი ნიშნები. გამორჩეულ მოსწავლედ არასდროს ვითვლებოდი და არც არავის ეგონა, ასეთ რამეს შევძლებდი. თუმცა, ეს არასდროს მაჩერებდა. ვიყავი თავდაჯერებული და საბოლოოდ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულები ავიღე და რამდენიმე უნივერსიტეტმა სრული დაფინანსებაც მომცა. ყველას ვურჩევ, სჯეროდეს საკუთარი თავის. თუ მე შევძელი, გულით მჯერა, რომ ყველა შეძლებს. მთავარია მონდომება და შრომა. მე კი მზად ვარ, რომ გამოცდილება ყველას დეტალურად გავუზიარო. იმედია, არავის მოერიდება ჩემთან დაკონტაქტება და საუბარი.

წყარო:https://www.marketer.ge/luka-buskivadze/

სპორტი
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.