კოლუმბიაში რეკორდული რაოდენობით კოკაინი ამოიღეს. ოპერაცია ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჩაატარეს. დევნის ოპერაციისას ნავიდან, რომელიც ნარკოტიკებით იყო დატვირთული, ტონა-ნახევარი კოკაინი გადაყარეს.
პოლიციამ ჯამში 2 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო. დაკავებულია ნავზე მყოფი ორი ადამიანი. ისინი ნიკარაგუისა და კოსტა-რიკის მოქალაქეები არიან.