USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
კოლორადოს შტატმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა
дата:  565
კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპი კანდიდატების სიიდან კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე უნდა ამოიღონ. შესწორება აჯანყებაში მონაწილე პირებს საჯარო თანამდებობის დაკავებას უკრძალავს.
 
სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებში ტრამპის როლის გამო მიიღო. მაშინ მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრდნენ და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტება ამ ფორმით სცადეს.

შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კოლორადოს, მაგრამ აუცილებლად გავლენას მოახდენს 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე. განჩინება 4 იანვრამდე, გასაჩივრებამდე შეჩერდება.

კოლორადოს საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საკითხი 5 იანვრამდე უნდა მოგვარდეს, რომელიც არის კანონით დადგენილი ვადა „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიზის კანდიდატთა სიის დასადგენად. ცნობისათვის, აშშ-ში სამოქალაქო ომის შემდეგ რატიფიცირებულ მე-14 შესწორებაში აღნიშნულია, რომ თანამდებობის პირებს, რომლებიც ფიცს დებენ კონსტიტუციის წინაშე, ეკრძალებათ თანამდებობის დაკავება, თუ ამბოხებაში მონაწილეობდნენ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати