USD 2.7154
EUR 3.1621
RUB 3.3985
Тбилиси
"კოკა-კოლა" საშობაო ქარავანს აუქმებს - კომპანია მიზეზებზე
дата:  746

Coca-Cola Bottlers Georgia-ს ყოველწლიური ტრადიცია, საახალწლო ქარავნის სახით, წელს არ ჩატარდება - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქარავანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გაუქმდა.

თბილისი პოსტი  "კოკა-კოლას" განცხადებას სრულად გთავაზობთ

"კოკა-კოლა მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდია, დასავლური ღირებულებებისა და იდეალების დღიდან დაარსებისა, ერთგული. გააუმჯობესოს საზოგადოების ისწრაფვის, ცხოვრება, ახალგაზრდებს მისცეს მოტივაცია და რწმენა, რომ სწორედ ისინი ქმნიან ქვეყნის მომავალს.

დღეს ამ მომავლის ერთადერთ გზად, ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში ყოფნას მივიჩნევთ. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუღალავად და უშიშრად დგას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე.

„მსოფლიოს სჭირდება მეტი სანტა" ამ გზავნილით, კოკა-კოლა ადამიანებს არწმუნებს, რომ ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულის მთავარი სიმბოლო და გმირები თავად არიან.

ქვეყანაში გამო, მიმდინარე მოვლენების მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველასთვის საყვარელი და ახალი წლის განუყოფელი ნაწილი, საახალწლო ქარავანი, წელს გავაუქმოთ. ვთვლით, რომ ზუსტად ახლა არის დრო, ვეძებოთ "სანტა" საკუთარ თავში. გავაძლიეროთ და მარტო არ დავტოვოთ ერთმანეთი", - ნათქვამია განცხადებაში.

общество
შსს-მ ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო

შსს-მ ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

როგორც  შსს-ში განაცხადეს, სამართალწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 123-ე და 125-ე მუხლებით დაიწყო.

ცნობისთვის, ცოდნე დადიანის ქუჩაზე მეათე სკოლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

სკოლის მოსწავლეები და მშობლები მეათე საჯარო სკოლისთვის ფართის გამოყოფას და ახალი სკოლის მშენებლობას ითხოვდნენ და ქუჩა გადაკეტეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები იდგნენ, მანქანა შევიდა და "დრიფტი" მოაწყო.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати