USD 2.6978
EUR 3.1726
RUB 3.3979
Tbilisi
კოჯორში თაყაიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
Date:  373
მთაწმინდის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მათ შორის, შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურა აქტიურ რეჟიმში წესრიგდება.
 
ამ ეტაპზე, კოჯორში თაყაიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია 1300 კვ. მ.ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარის დაგება. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც.
 
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 250 000 ლარია გამოყოფილი.
tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way