USD 2.7075
EUR 3.1402
RUB 3.3462
Tbilisi
კობახიძემ ანრი ოხანაშვილი იუსტიციის, ხოლო დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე წარადგინა
Date:  410

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი წარადგინა.

მას ამ დრომდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად კი პრემიერ-მინისტრმა დავით სონღულაშვილი წარადგინა.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way