USD 2.6892
EUR 3.1431
RUB 3.5648
თბილისი
კობახიძე "რიყის დოქებზე" - „ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს“
თარიღი:  402

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „მახინჯი [რიყის] დოქების ადგილას კონკრეტული პროექტი განხორციელდება, რომელიც ძველი თბილისის იერსახესთან თანხვედრაში იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ის არის,რომ საქართველოს მთავრობის მიერ 6 მაისის განკარგულებიდან ცნობილი გახდა, რომ შეიძლება “რიყის დოქების” დემონტაჟი მოხდეს და იქ სასტუმრო გაიხსნას. ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ მისცა კობახიძემ რიყის დოქების დემონტაჟის უფლება, „ოცნების“ პრემიერი ასე პასუხობს: „მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. მეორე ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი რომელიც განხორციელდება იმ ადგილზე ჰარმონიულად იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან“.

კითხვაზე - შეეხება თუ არა რამე მშვიდობის ხიდს, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „არა, არავითარ შემთხვევაში. აქ საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯი დოქების ადგილას. [რა იქნება მათ ადგილას] დაზუსტდება მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი რომელიც განხორციელდება შერწყმული იყოს ძველი თბილისის გარემოსთან“.

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის