USD 2.6893
EUR 3.1701
RUB 3.4971
Tbilisi
კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა და საქართველოში მოიწვია
Date:  83

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა შაიხა ნასერ ალ ნოვაისს გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობას მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ტურიზმის ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და ქვეყნის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა, რაც ტურისტული ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმია. შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

პრემიერ-მინისტრმა შაიხა ნასერ ალ ნოვაისი საქართველოში მოიწვია.

შეხვედრა დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა და მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

World
ჩინეთის მზარდი გავლენა და ამერიკული იზოლაციონიზმი

დონალდ ტრამპი აშშ-ს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციიდან გამოჰყავს, მაშინ როცა ჩინეთი აქტიურად აძლიერებს დიპლომატიას და ლიდერობისკენ მიისწრაფვის. საერთაშორისო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) გამოკითხვის თანახმად, 21 ქვეყნის რესპონდენტები, მათ შორის ევროკავშირის 10 წევრი სახელმწიფოდან, მომდევნო ათწლეულში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გლობალური გავლენის ზრდას ელიან.

„წარსულში ჩინეთსა და აშშ-ს შორის საერთო ძალაუფლებრივ პოტენციალში სხვაობა გაცილებით თვალშისაცემი იყო, თუმცა ახლა ეს სხვაობა სულ უფრო მცირდება“, — განუცხადა DW-ს ბერლინის ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის (MERICS) ექსპერტმა კლაუს სუნმა. მისი თქმით, „შეერთებული შტატები კვლავ რჩება მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ, თუმცა ჩინეთი ძალიან სწრაფად იკრებს ძალას“.

2026 წლის დასაწყისში პეკინმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც ჩინეთის ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს, მიუხედავად ვაშინგტონის მხრიდან მზარდი ზეწოლისა ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პირობებში. ამ მაჩვენებლებს შორისაა მშპ-ის 5%-იანი ზრდა და რეკორდული სავაჭრო პროფიციტი 2025 წელს. ეს შედეგები დიდწილად განპირობებულია ჩინური პროდუქციის ექსპორტით აშშ-ის ფარგლებს გარეთ არსებულ ბაზრებზე, განსაკუთრებით კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

ამასთან, ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ პეკინის საბოლოო მიზანი აშშ-ის ლიდერობით ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგის ჩანაცვლება კი არა, არამედ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელისუფლების შენარჩუნებაა. კიდევ ერთი ამოცანაა აშშ-ის გავლენის შემცირება იმ რეგიონებში, რომლებსაც პეკინი სტრატეგიულად მნიშვნელოვანად მიიჩნევს — უპირველეს ყოვლისა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.

„პეკინი უკიდურესად კმაყოფილი იქნებოდა, თუ შეძლებდა აზიაში ყველაფრის გაკეთებას ისე, როგორც თავად სურს“, — აცხადებს საბინე მოკრი ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტიდან (IFSH). თუმცა, მისი თქმით, აშშ-ის ჩართულობა რეგიონში კვლავ იმდენად „ფუნდამენტურია“, რომ მისი შეცვლა მარტივი არ არის.

ჩინეთის სტრატეგიის შესახებ ვრცლად — DW-ის მასალაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way