USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
კობახიძე - უნდა ვაღიაროთ, რომ განათლება ის მიმართულებაა, სადაც ყველაზე ნაკლები გაკეთდა გასულ 13 წელში
თარიღი:  332

განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ის მიმართულება, სადაც ყველაზე ნაკლები გაკეთდა გასული 13 წლის განმავლობაში და ეს გვაკისრებს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ უმაღლესი განათლების რეფორმის გატარებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც არის საკითხები, გამოწვევები, გადაჭრის გზები, მნიშვნელოვანია თითოეული საკითხის სიღრმისეულად განხილვა.

„მე მგონია, რომ ისეთივე წარმატებით გავატარებთ ამ რეფორმას, როგორც წარმატებით პირადად მე უზრუნველვყავი 7 არჩევნების მოგება, როგორც შტაბის ხელმძღვანელმა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ზოგადი განცხადებების ნაცვლად, მომავალში მნიშვნელოვანია, სიღრმისეულად ვიმსჯელოთ ხოლმე ყველა თემაზე. როდესაც არის საკითხები, გამოწვევები, გადაჭრის გზები, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული საკითხი სიღრმისეულად განვიხილოთ. ჩვენი მხრიდან მომავალშიც იქნება სრული მზაობა ამისათვის და იმედი მაქვს, რომ შემდეგი ინტერპელაციები, განხილვები, ანგარიშის მოსმენები წარიმართება სწორედ ასეთ ფორმატში. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ რწმენას, რომ განათლების რეფორმა წარმატებით განხორციელდება. მადლობა განათლების მინისტრს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის