USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
თბილისი
კობახიძე - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ
თარიღი:  539

კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული. თუ ამ კუთხით პრობლემებია, რა თქმა უნდა, კანონმა უნდა დაარეგულიროს - მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივა, - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ „პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ“.

კობახიძის შეფასებით, „სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება თუ ის მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში იქნება“.

პრემიერის თქმითვე, კონსტიტუციურ ორგანოებს სინამდვილეში ყველა აღიარებს, „უბრალოდ არის მუდმივი საპირისპირო გზავნილები, რათა სცადონ, ბოლომდე არ დამშვიდდეს ეს ქვეყანა“.

„ზოგადად, კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული. ეს არის ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი. დემოკრატია ყველამ უნდა აღიაროს. კონსტიტუციური პრინციპები და წყობილება ყველამ უნდა აღიაროს. თუ არის ამ კუთხით პრობლემები, რა თქმა უნდა, კანონმა უნდა დაარეგულიროს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივა. იმედი მაქვს, პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ კანონპროექტის მიღებას.

რა თქმა უნდა, ზღვარი უნდა იყოს დაცული. ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ჩემი სამართლებრივი შეფასებით, აქ ზღვარი სათანადოდ არის დაცული. ერთია, გამოხატვის თავისუფლება და მეორეა, კონსტიტუციური წესრიგის სიმტკიცე, რაც არის ერთ-ერთი უზენაესი ინტერესი. ბუნებრივია, სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება თუ ის მუდმივად იქნება ასეთ რეჟიმში, საბოტაჟის რეჟიმში. ამიტომ, ყველას უნდა სცეს პატივი იმ წესრიგს, რომელიც ჩამოყალიბებულია. თან ყველა ვხედავთ, რომ ამ კონსტიტუციურ ორგანოებს სინამდვილეში, ყველა აღიარებს, უბრალოდ არის მუდმივი საპირისპირო გზავნილები, რათა სცადონ, ბოლომდე არ დამშვიდდეს ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი. ჩვენს საზოგადოებას აქვს, უპირველესად, საპირისპირო ინტერესი, რომ დამშვიდდეს ეს ქვეყანა. ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას, ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგს. ამ პრინციპს ეფუძნება ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა“, - განაცხადა კობახიძემ.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის