USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
თბილისი
კობახიძე - დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი და არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს.
თარიღი:  591

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ასევე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელები არიან რადიკალური პარტიის ლიდერები - ისევ ისინი ლაპარაკობენ მაღალ ფასებზე და თვითონ ადებენ მაღალ ფასნამატს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი უნდა მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი და არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს.

„კონკრეტული ოპოზიციური ტელევიზიები პირდაპირ, აშკარად ხელს აფარებდნენ სადისტრიბუციო ბიზნესს, ასევე ქსელებს და პირდაპირ აქცენტი ხელოვნურად გადაჰქონდათ დღგ-ზე, რაც პირდაპირ აჩენს ეჭვს, რომ იყო პოლიტიკური, სუბიექტური ინტერესებიც. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ ისიც, რომ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, ასევე, სხვა მიმართულებითაც იკვეთება მათი პირდაპირი თანამონაწილეობა. ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელები არიან ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ლიდერები. ისევ ისინი ლაპარაკობენ მაღალ ფასებზე და თვითონ ადებენ მაღალ ფასნამატს, რაც საბოლოო ჯამში, ფასების ზრდას იწვევს. ყველა ამ ადამიანს მოუწევს პასუხების გაცემა. კეთილი ინებოს და ამ ასოციაციის ხელმძღვანელი მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს და საზოგადოებამ უნდა ნახოს და შეაფასოს ეს ყველაფერი. თუ ვერ დაასაბუთებენ, მაშინ კეთილი ინებონ და დაწიონ ფასები. არ შეიძლება ასმა ადამიანმა იძალადოს 4 მილიონ ადამიანზე. თუ ჩვენ დავადგენთ, რომ 100 ადამიანი ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, აქაც სახელმწიფო უნდა ჩაერიოს", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, დღგ-სთან დაკავშირებული სპეკულაციები არის აბსოლუტურად უადგილო. კერძოდ, განმარტავს, რომ როცა საუბარია 100%-იან ფასნამატზე და მეორე მხრივ, 18%-იან დღგ-ზე, ჩანს, რამდენად დიდია სპეკულაცია.

„დღგ-სთან დაკავშირებული სპეკულაციები არის აბსოლუტურად უადგილო. 86%-ია ფასნამატი, ყოველგვარი გადასახადების გარეშე, საზღვრიდან დახლამდე. ამას რომ დავამატოთ საზღვრამდე ფასნამატი, გამოდის ორმაგი და მეტი. როცა საუბარია 100%-იან ფასნამატზე და შენ 18%-იან დღგ-ზე საუბრობ, აქ ჩანს, რამდენად დიდია სპეკულაცია. გადასახადი არის ის, რაც ბოლოს ისევ ხალხს უბრუნდება, იმიტომ, რომ შედის ბიუჯეტში და შემდეგ ხმარდება სოციალურ პროგრამებს, ინფრასტრუქტურას და ა.შ. განსხვავებით იმ ფასნამატისგან, რომელიც შედის ბიზნესებში. აქ სპეკულაციები არის საკმაოდ უადგილო. საუბარია ორმაგ ფასნამატზე და აქ 18%-ზე საუბრობენ. ფასნამატი რომ ნაკლები იყოს, დღგ-ც აბსოლუტურ მაჩვენებლებში იქნება უფრო ნაკლები. შენ თუ ნაკლებ ფასნამატს დაადებ, მაგალითად, მესამედით თუ შემცირდება მათი ფასნამატი, დღგ-ც შესაბამისად, პროპორციულად შემცირდება", - განაცხადა პრემიერმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის