USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
კობახიძე - 2028 წლისთვის უმუშევრობა საქართველოში 4%-ს ჩამოსცდება, რაც ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელია
Date:  807

ძალიან დამაიმედებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 5-წლიანი პროგნოზი 2029 წლის ჩათვლით, რომლის თანახმადაც, საქართველო მსოფლიოში იქნება მოწინავე, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით უსწრებს, არის გაიანა, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობი აღმოაჩინა.

„ჩვენ ნავთობის გარეშეც ვახერხებთ იმავეს, რასაც ეს ქვეყანა ახერხებს ნავთობის აღმოჩენის პირობებში. რაც შეეხება ქვეყნის ბიუჯეტს, ქვეყნის ბიუჯეტიც გაიზრდება შესაბამისად. ჩვენ დაგვხვდა მხოლოდ 8.5 მლრდ ლარი ბიუჯეტი 2012 წელს, ანუ ამ კუთხითაც იყო უმძიმესი ვითარება. ჩვენ უკვე მოვახერხეთ და წელს, დაახლოებით, 28 მლრდ ლარს შეადგენს უკვე ბიუჯეტი. ჩვენი ამოცანაა, რომ 2028 წელს ბიუჯეტმა შეადგინოს 40 მლრდ ლარზე მეტი. ესეც რეალისტური ამოცანაა და ამაზეც ვართ პასუხისმგებლები საზოგადოების წინაშე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში უმუშევრობის დონეს და აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის, 4 %-ს ჩამოსცდება უმუშევრობა საქართველოში, რაც არის ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი.

„რაც შეეხება უმუშევრობას, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს გადათარგმნილი, პირველ რიგში, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში და აქ ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი არის დასაქმება, უმუშევრობა. უმუშევრობა იყო 26.7 % 2012 წელს. ჩვენ უკვე მოვახერხეთ და გავანახევრეთ უმუშევრობა ამ წლების განმავლობაში საქართველოში, 14%-ზე ნაკლებია დღეს უმუშევრობა ქვეყანაში. 2028 წლისთვის, ჩვენი პროგრამის მიხედვით, 4 %-ს ჩამოსცდება მისი მაჩვენებელი საქართველოში, რაც ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელია. ეს ამოცანაც არის რეალისტური. 4 წლის თავზე, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ჩავაბარებთ ანგარიშს საზოგადოებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way