USD 2.7328
EUR 3.1200
RUB 3.4498
Tbilisi
კლინტ ისტვუდს 90 წელი შეუსრულდა
Date:  1405

კლინტ ისტვუდი იუბილეს აღნიშნავს. ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი დღეს 90 წლის შესრულდა. ისტვუდის სამსახიობო კარიერა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. 60-წლიანი კარიერის მანძილზე მსახიობს ათობით ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მისი ბოლო რეჟისორული ნამუშევარი „რიჩარდ ჯუელის საქმე“ კინოეკრანებზე 2019 წელს გამოვიდა. ისტვუდი ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს, „ოსკარის“ ოთხგზის მფლობელია.

„ამ ასაკშიც მხოლოდ წინ მინდა ვიარო. არ მინდა, ადგილზე ვიდგე, ან უკან წავიდე. არავინ იცის, როდის არის საჭირო გაჩერება. მე მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ“, - ამბობს იუბილარი.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way