USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
თბილისი
კლინიკა - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სპეცოპერაციის დროს დაშავებული ქალი დაჭრილი არ არის, მას სავარაუდოდ, „მინის შედეგად აქვს დაზიანება მიღებული“
თარიღი:  223
 გავრცელებული ინფორმაციით, აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე ადამიანი დააკავეს.
 
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაშავდა 75 წლის ქალი, რომელიც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, ის, ერთ-ერთი დაკავებულის დედაა.
 
გარდა ამისა, როგორც ადგილობრივი აცხადებს, ორმა პირმა, ძმებმა, დაკავებამდე თვითდაზიანება მიიყენეს.
მსოფლიო
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის