USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
კირ სტარმერის განცხადებით, იგი პრემიერ-მინისტრისა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თანამდებობიდან გადადგება
თარიღი:  2474

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, პრემიერ-მინისტრისა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თანამდებობიდან გადადგება.

სტარმერის თქმით, პოლიტიკაში მილიონობით ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის მოვიდა. მან ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც „ლეიბორისტებმა“ 2024 წლის ივლისიდან, ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან გაიარეს.

სტარმერის თქმით, მემკვიდრეობით მიიღო „პოლიტიკურად, ფინანსურად და მორალურად გაკოტრებული“ „ლეიბორისტული პარტია“, რომელიც შეცვალა „ანტისემიტიზმის შხამის ამოღებით“.

„ეკონომიკის, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართ ნდობა აღდგა“, - აღნიშნა სტარმერმა.

მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, ქვეყნის პირველ ადგილზე დაყენებას ეხებოდა.

სტარმერის ინფორმაციით, დილით მეფე ჩარლზ III-ეს ესაუბრა და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.

ამასთან, მან ლეიბორისტული პარტიის ეროვნულ აღმასრულებელ კომიტეტს სთხოვა, შეემუშავებინათ გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ლიდერობის კანდიდატების წარდგენა 9 ივლისს დაიწყება და შემოდგომამდე დასრულდება.

BBC-ი წერს, რომ ეს ნიშნავს, რომ ახალ ლიდერს, სექტემბერში პარლამენტის დაბრუნებამდე აირჩევენ. მანამდე კი სტარმერი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩება.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის