USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
კირ სტარმერი -ბევრი მოგვიწოდებს აშშ-სა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთებისკენ, მაგრამ ჩერჩილმა ეს არ გააკეთა
дата:  866

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თქმით, თეთრ სახლში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გაერთიანებულ სამეფოზე ზეწოლა ხორციელდებოდა იმ მიზნით, რომ კრიტიკული განცხადებები გაეკეთებინათ.

„იმ დღეს, როდესაც ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა არცთუ ისე კარგად წარიმართა. ჩვენზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ ძალიან კრიტიკულად გამოვსულიყავით, გამოგვეყენებინა მოქარგული ზედსართავები, რათა აღგვეწერა, თუ რას გრძნობდნენ სხვები. მივიჩნიე, რომ უმჯობესი იყო ტელეფონის აღება და ორივე მხარესთან დალაპარაკება, რათა მეცადა, დამებრუნებინა ისინი ერთსა და იმავე პოზიციაზე“, - განაცხადა სტარმერმა.

მისი თქმით, ამის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავისი მრჩეველი ჯონათან პაუელი კიევში გაგზავნა, რათა ზელენსკისთვის ერჩია, როგორ გამოესწორებინა ურთიერთობა ტრამპთან. მოგვიანებით კი ტრამპს დაურეკა, რათა კიევში მიღწეული პროგრესი გადაეცა და საფუძველი ჩაეყარა ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრისთვის. როდესაც პრეზიდენტებმა კვლავ ისაუბრეს, ზელენსკიმ მხარი დაუჭირა ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას.

ამასთან, კირ სტარმერმა ტრანსატლანტიკური კავშირის შენარჩუნების აუცილებლობაზე და დასავლეთში გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან როლზეც ისაუბრა.

„ბევრი ადამიანი მოგვიწოდებს აშშ-სა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთებისკენ. [უინსტონ] ჩერჩილმა ეს არ გააკეთა. [კლემენტ] ეტლიმ ეს არ გააკეთა. ჩემი აზრით, ახლა არჩევანის გაკეთება დიდი შეცდომა იქნება“, - აღნიშნა სტარმერმა.

ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა ამბობს, ევროპის კოლექტიური თავდაცვისთვის ევროპის ქვეყნებმა მეტი ტვირთი უნდა ატარონ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати