“ბრიტანეთი ომისთვის მზადყოფნის რეჟიმზე გადადის”, - გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი.
მისი თქმით, ქვეყანა მზად უნდა იყოს თანამედროვე ომისთვის, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხისა და უკრაინის გამოცდილების გათვალისწინებით.
თავდაცვის სტრატეგიაში საუბარია 12-მდე წყალქვეშა ნავის შექმნაზე, €15 მილიარდი ფუნტის ინვესტიციაზე ბირთვული ქობინების განვითარებაში, საბრძოლო მასალის 6 ქარხნის მშენებლობაზე, 7000 რაკეტის მარაგის შექმნაზე და კიბერჯარების ფორმირებაზე.
„როდესაც საფრთხეს გვიქმნიან სახელმწიფოები ძლიერი არმიებით, საუკეთესო შემაკავებელი ფაქტორი ჩვენი მზადყოფნის დემონსტრირებაა - მშვიდობის შენარჩუნება, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით.“ - აცხადებს სტრამერი.