USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
Tbilisi
კირ სტარმერი - ბრიტანეთი ომისთვის მზადყოფნის რეჟიმზე გადადის
Date:  1134

“ბრიტანეთი ომისთვის მზადყოფნის რეჟიმზე გადადის”, - გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი.

 მისი თქმით, ქვეყანა მზად უნდა იყოს თანამედროვე ომისთვის, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხისა და უკრაინის გამოცდილების გათვალისწინებით.

თავდაცვის სტრატეგიაში საუბარია 12-მდე წყალქვეშა ნავის შექმნაზე, €15 მილიარდი ფუნტის ინვესტიციაზე ბირთვული ქობინების განვითარებაში, საბრძოლო მასალის 6 ქარხნის მშენებლობაზე, 7000 რაკეტის მარაგის შექმნაზე და კიბერჯარების ფორმირებაზე.

 „როდესაც საფრთხეს გვიქმნიან სახელმწიფოები ძლიერი არმიებით, საუკეთესო შემაკავებელი ფაქტორი ჩვენი მზადყოფნის დემონსტრირებაა - მშვიდობის შენარჩუნება, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით.“ - აცხადებს სტრამერი. 

World
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way