ამომავალი მზის ქვეყანაში განსაკუთრებული სითათუთით უდგებიან როგორც ნივთებს ასევე, გრძნობებს და ცოცხალ არსებებს. სწორედ ამან განაპირობა, რომ ჩვენი კულტურისგან განსხვავებით, რომელიც გვასწავლის, რომ ყველაფერი გატეხილი და გაბზარული სასწრაფოდ სანაგვე ყუთში უნდა გადავაგდოთ, იაპონურ კულტურაში სანამ რამეს სანაგვე ყუთში მოისვრიან, აუცილებლად მისცემენ ერთი ათას შანსს.
იაპონიაში ხშირად გატეხილ ნივთების ნაპრალებს ოქროთი ავსებენ. ნივთის ისტორიაში ნაკლი განიხილება, როგორც უნიკალური ელემენტი, რომელიც ნივთს განსაკუთრებულობას მატებს.
ხუთასი წლის წინ, იაპონიის სამხედრო ფეოდალური მმართველთა დინასტიის წარმომადგენელის, ასიკაგა ტაკაუძის დამსახურებით ხელოვნებისა და ფილოსოფიის ახალ დარგას ჩეყარა საფუძველი და მას კინცუგი დაერქვა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ასიკაგამ საყვარელი ფინჯანი გატეხა, მის შესაკეთებლად კი სრულიად ჩინეთი და იაპონია ჩართო, შედეგად კი “შეკეთებული” და ოქროს ბზარებით დამაშვენებული ჭურჭელი მიიღო. კინცუგის ტექნოლოგია ითვალისწინებს გატეხილი ნივთების რესტავრაციას, ბზარის მეტალით შევსებასა და ნივთისთვის ახალი “შანსის” მიცემას. კინცუგის ტექნოლოგიამ ადგილი ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაშიც ჰპოვა.
კინცუგი იაპონური ხელოვნებაა, სადაც ხდება კერამიკული ნაწარმის აღდგენა ლაქის გამოყენებით, რომელიც მიღებულია ლაქის ხის წვენისგან (ურუშის) ოქროში შერეული, ვერცხლის ან პლატინის ფხვნილით.
კინცუგის ხელოვნების ფილოსოფიური საფუძველი უპირველეს ყოვლისა იმაში მდგომარეობს, რომ ნამსხვრევები და ბზარები განუყოფელია ნივთის ისტორიისთვის და შესაბამისად, არ იმსახურებენ დავიწყებას და შენიღბვას. პირიქით, ისინი ასწავლიან წარუმატებლობის სწორად აღქმას და ხარვეზების მშვენიერების კუთხით დანახვას და შეფასებას.
კინცუგი, წარუმატებლობის ღირებულებად გადაქცევის ხელოვნება

