USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
კიმ ჩენ ინის დამ განაცხადა, რომ თუ აშშ-ს მშვიდად ძილი უნდა, მყრალი სუნის გამოწვევისგან თავი უნდა შეიკავოს
Date:  577

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჩენი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აფრთხილებს, პირველი ნაბიჯის გადადგმა პრობლემების შექმნით არ დაიწყოს.

„რჩევა შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, რომელიც ოკეანის გადაღმიდან ცდილობს, ჩვენს მიწაზე დენთის სუნი გაავრცელოს. თუ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად ძილი სურს, უმჯობესია, თავი შეიკავოს იმისგან, რომ მისი პირველ ნაბიჯი მყრალი სუნის გამოწვევა იყოს,“- განაცხადა კიმ იო ჩენმა.

აღსანიშნავია, რომ კიმ იო ჩენმა ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივან ანტონი ბლინკენისა და თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის სეულში დაგეგმილ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გააკეთა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობასთან დაკავშირებას თებერვლის შემდეგ ცდილობენ, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონი ფხენიანთან დაკავშირებას სხვადასხვა გზით ცდილობს, რათა დაძაბულობის ესკალაცია აიცილოს თავიდან. ერთ-ერთი ასეთი გზა „ნიუ-იორკის არხია“ - გაეროში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლობის მეშვეობით.

მხარეებს შორის „მნიშვნელოვანი კონტაქტი“ 12 თვის განმავლობაში არ დამყარებულა. აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მთავარ პრობლემას ფხენიანის ბირთვული ამბიციები წარმოადგენს. ჯო ბაიდენმა უკვე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას მიმართ პოლიტიკას გადახედავს. სავარაუდოდ, ბაიდენის ხედვა ამ საკითხთან მიმართებაში აპრილში გახდება ცნობილი

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way