USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
კიმ ჩენ ინი პუტინს წერილს უგზავნის: სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს და რუსი ხალხი გააგრძელებს გამარჯვებების ისტორიას
Date:  639

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინიმ , რუსეთის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა, სადაც ის აღნიშნავს, რომ  ჩრდილოეთ კორეა სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს რუს ხალხს, რომელიც იცავს მათ სუვერენიტეტსა და მომავალს და უსურვებს კეთილდღეობას და გამარჯვებას.

„დღეს რუსი ხალხის ბრძოლა მტრული ძალების მხრიდან მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ შეარყიონ ქვეყნის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და მშვიდობიანი ცხოვრება, ახალ გადამწყვეტ ფაზას გადის. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს და რუსი ხალხი გააგრძელებს გამარჯვებების დიდებულ ისტორიას“, - ციტირებს კიმ ჩენ ინს კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო (KCNA).

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის მეგობრობა „ღირებულ სტრატეგიულ აქტივად“ იქცა. კიმ ჩენ ინი ირწმუნება, რომ მზადაა, ფხენიანსა და მოსკოვს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა გააგრძელოს.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way