ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს გულის ოპერაცია ჩაუტარდა. საზოგადოების წინაშე ის ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი, მრავალი წლის განმავლობაში პირველად, მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.