USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს რუსეთის ტერიტორიაზე შეხვდებიან, იარაღის მიწოდების საკითხის განსახილველად
Date:  769

ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს რუსეთის ტერიტორიაზე შეხვდებიან, იარაღის მიწოდების საკითხის განსახილველად: მოსკოვს უკრაინის ომში სულ უფრო მეტი საბრძოლო მასალები ჭირდება“ (ავტორები - ედვარდ ვონგი და ჯულიან ბარნსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ჩრდილოეთ კორეის მეთაური კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩასვლას გეგმავს, ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. ვიზიტის მოსამზადებლად რუსეთში უკვე იმყოფება კორეელი დიპლომატების ჯგუფი.

კომუნისტური კორეისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა შესაძლოა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ვლადივოსტოკში გაიმართოს, სადაც ჩრდილოეთ კორეის მეთაური (იგი ძალზე იშვიათად დადის საზღვარგარეთ), ტრადიციულად, დაჯავშნილი მატარებლით უნდა ჩავიდეს. შეხვედრის სავარაუდო თარიღია 10-13 სექტემბერი, როცა ვლადივოსტოკში უნდა ჩატარდეს „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი". ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ ვლადიმერ პუნტინმა კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკება მოსკოვში გამართოს.

ვლადიმერ პუტინს სურს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთი საარტილერიო ჭურვებითა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით მაომარაგოს, ხოლო კიმ ჩენს ინს - რუსეთმა კორეას მოწინავე ტექნოლოგიები მისცეს კოსმოსური ტანამგზავრებისა და ატომური წყალქვეშა ნავებისათვის. კორეის ლიდერი თავის რუს კოლეგას, სავარაუდოდ, სურსათ-სანოვაგით დახმარების გაწევას სთხოვს (მოსკოვის გამოთვლით, მიმდინარე წელს რუსეთში მარცვლეულის რეკორდული მოსავალია მოსალოდნელი}.

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივნის, ედრიენ უოტსონის განცხადებით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იარაღის შეძენის საკითხზე და თეთრ სახლს აქვს ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მოელის ამ დისკუსიის გაგრძელებას, მათ შორის რუსეთში, ლიდერების დონეზე. ედრიენ უოტსონს არ დაუკონკრეტებია, სად და როდის შეიძლება შედგეს პუტინის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა.

აგვისტოს ბოლოს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.

ჯონ კირბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა დაერწმუნებინა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ჯონ კირბის ცნობით, ამის შემდეგ ფხენიანში გაემგზავრა რუსი მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ჯგუფი. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დელეგაციის მიზანი იყო მოსკოვის და ფხენიანის პოტენციური გარიგების განხილვა.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/09/04/us/politics/putin-kim-meeting-russia-north-korea-weapons.html?searchResultPosition=1

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way