USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
თბილისი
კიკვიძის პარკში მინი ფეხბურთის ტურნირის ფინალი გაიმართა
თარიღი:  973
ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მინი ფეხბურთის ტურნირის ფინალი გაიმართა.
შეჯიბრებაში 13 გუნდი მონაწილეობდა.
 
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოება გაიმართა.
 
 I, II, III და IV ადგილზე გასულ გუნდებს საჩუქრად თასები, მედლები და 1500, 1000, 800 და 500-ლარიანი ფულადი ვაუჩერები გადაეცათ.
 
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ თბილისის ,,დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებსაც ასევე სიმბოლური საჩუქრები - ფულადი ვაუჩერები და ,,ნიკორას“ მაღაზიათა ქსელის ბარათები გადაეცათ.
 
 შეჯიბრების დასრულების შემდეგ, პარკში, ზეთისხილის ხის მიმდებარედ არსებულ რკინის კონსტრუქციაზე 44 წლის წინ მოპოვებული გამარჯვების ამსახველი ფოტომასალა გამოიფინა.
 
ზეთისხილის ხე კიკვიძის პარკში, გასულ წელს სამშენებლო კომპანია შპს ,,თბილისი ორიენტალის“ ინიციატივით, 1981 წლის 13 მაისს ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული დინამოელების პატივსაცემად დაირგო.
 
,,ფინალისტებს ვულოცავ მოპოვებულ გამარჯვებას, ყველა გუნდს კი ვუსურვებ წარმატებებს. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას, მათ განვითარებასა და წინსვლას როგორც სპორტულ, ასევე, ცხოვრების სხვა ასპარეზზე. სწორედ, ამ მიზნით ნაძალადევის რაიონის გამგეობა განაგრძობს სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციას“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ.
 
ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებითა და ორგანიზებით ჩატარდა. მას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და პარლამენტის ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე დაესწრნენ.
მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის