USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
კიკვიძის პარკში მინი ფეხბურთში ნაძალადევის რაიონული ტურნირის ფინალი გაიმართა
дата:  1040
ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მინი ფეხბურთის ტურნირის ფინალი გაიმართა
 
სპორტულ შეჯიბრებაში 12 გუნდი მონაწილეობდა. I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს საჩუქრად თასები, მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
 
დიდ ეკრანზე წამყვანმა გიორგი კალანდიამ ფეხბურთის ისტორიაში დაუვიწყარი ფაქტები და მოპოვებული წარმატებები აჩვენა.
 
 მოწვეული იყვნენ ,,დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებსაც ასევე სიმბოლური საჩუქრები - თასები და ფულადი ვაუჩერები გადაეცათ. კომპანია ,,ნიკორამ" კი ისინი მაღაზიათა ქსელის ვაუჩერებით დაასაჩუქრა.
 
გაიმართა კონცერტიც. მაყურებლის წინაშე მომღერალი მაგდა ვასაძე და ჯგუფი ,,ჯემ სთეიშენი“ წარსდგა.
 
ღონისძიების დასრულების შემდეგ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში ,,დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელების სახელობის ზეთისხილის ხე დაირგო, რომელიც მათ სამშენებლო კომპანიამ ,,თბილისი ორიენტალი" გადასცა.
 
,,ფინალისტებს ვულოცავ მოპოვებულ გამარჯვებას, ყველა გუნდს კი ვუსურვებ წარმატებებს. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას, მათ განვითარებასა და წინსვლას როგორც სპორტულ, ასევე, ცხოვრების სხვა ასპარეზზე, სწორედ ამ მიზნით ნაძალადევის რაიონის გამგეობა განაგრძობს სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციას“- განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ.
 
ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებითა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, მას თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე დაესწრნენ.
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати