USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
Тбилиси
კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა
дата:  1674

რუსების მიერ ღამით უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით და რაკეტებით განხორციელებული მასშტაბური შეტევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის კიევში დაშავებულია 44 ადამიანი. რუსებმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში 27 ლოკაცია დაბომბეს.

 
 
სოლომენსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო სრულად ჩამოინგრა — ამჟამად იქ ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ.

უკრაინული მედიის ცნობით, დანგრეული შენობების გაწმენდის და სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება, დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.

мир
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати