USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
კიევში "ლოკდაუნის" წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები პოლიციამ დაშალა
თარიღი:  890

უკრაინის პოლიციამ დედაქალაქ კიევში აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც „ლოკდაუნს“ აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას theguardian -ი ავრცელებს.

კიევის მთავარ მოედანზე რამდენიმე ათასი მომიტინგე, მათ შორის მცირე ბიზნესის მფლობელები, შეიკრიბნენ, რომლებიც მკაცრი ზომების მიღებას აპროტესტებდნენ.

კიევის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ 40 -მა სამართალდამცველმა თვალის დამწვრობა მიიღო, ხოლო ერთმა პოლიციელმა თავის არეში მიიღო დაზიანება. აქციის მონაწილეთა შორის დაშავებულების შესახებ ოფიციალური მონაცემები არ ვრცელდება. მედიის ინფორმაციით, დაშავეულია აქციის ერთი მონაწილე.

პანდემიის დაწყების დღიდან უკრაინაში კორონავირუსის 909 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 15 000 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში 8 იანვრიდან მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის