USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ლონდონის „არსენალი“ დაინტერესდა
дата:  

მას შემდეგ, რაც იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, ქართველი ფეხბურთელის მიმართ სხვა კლუბებისგან ინტერესი ისევ გაჩნდა. 22 წლის შემტევის შეძენით ამჯერად ლონდონის „არსენალი“ დაინტერესდა. ინფორმაციას „Football Transfers“-ი ავრცელებს.

იტალიური ვებ-გვერდის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია, მისი ხელფასი ნაპოლიში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და წელიწადში მხოლოდ 1 200 000 ევროს გამოიმუშავებს. სტატიაში წერია, რომ იტალიურ გუნდსა და ქართველ შემტევს შორის კრიზისიც ამან წარმოქმნა.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 19 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. კვარაცხელია მოედანს დისკვალიფიკაციის შემდეგ „ვერონასთან“ მატჩში, 4 თებერვალს დაუბრუნდება

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати