ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ნაპოლის“ პრესსამსახური ავრცელებს.
"ნაპოლის" გულშემატკივრებმა ხვიჩა კვარაცხელია თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს", - ნათქვამია განცხადებაში.
თებერვლის დასაწყისიდან დღემდე ხვიჩა კვარაცხელიამ 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.