USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
თბილისი
ხვიჩა კვარაცხელია ლუქსემბურგთან მატჩში მესამე ყვითელი ბარათის გამო ვერ ითამაშებს
თარიღი:  1492

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მიღებული სამი გაფრთხილების გამო ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება

ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა - დავით მუჯირმა

მესამე ყვითელი ბარათი კვარაცხელიამ 19 ნოემბერს ესპანეთთან გამართულ მატჩში არასპორტული საქციელისთვის მიიღო

ევრო 2024-ის ნახევარფინალური მატჩი თბილისში მარტში უნდა გაიმართოს. ამ მატჩში საქართველოს მეტოქე ლუქსემბურგის ნაკრები იქნება, იმ შემთხვევაში თუ ყაზახეთის ნაკრები ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასვლას ვერ მოახერხებს

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის