USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
Тбилиси
ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წმ. გიორგის სახელობის ორდენზე წარადგინეს
дата:  783

ირაკლი კობახიძემ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგინა - პრეზიდენტთან და პრემიერთან ერთად მიღებული ეს გადაწყვეტილება „ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე გააჟღერა.

მან აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია იმსახურებს ამ ჯილდოს, ხოლო კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას ორდენები დაგვიანებით გადაეცემათ.

„ჩვენ გვაქვს ტრადიცია, როდესაც ჩვენი სპორტსმენები მაღალ მწვერვალებს იპყრობენ ხოლმე, ჩვენ მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარვადგენთ ხოლმე. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება ზუსტად ასეთი წარმატებაა, რაც ასეთ დაფასებას იმსახურებს. მას აქვს მიღებული ნაკრებთან ერთად ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის გვინდა, ის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე გვინდა წარვადგინოთ. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ეს გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. პრეზიდენტი მას დააჯილდოებს წმინდა გიორგის სახელობის ორდენით.

ასევე ჩვენ გადავამოწმეთ, შემდეგი საკითხი - ჩვენ ორი სპორტსმენი გვყავს, რომლებსაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო. ეს არის კახა კალაძე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვს მოგებული და ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი NBA, ორჯერ როგორც კალათბურთელს და ერთხელ როგორც მენეჯერს და მათ არ აქვთ ანალოგიური ჯილდოები მიღებული და ვფიქრობ, დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. აქედან გამომდინარე, ანალოგიურად გადავწყვიტეთ ბატონი კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წარვადგინოთ წმ. გიორგი სახელობის გამარჯვების ორდენზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати