USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
Tbilisi
ხვიჩა კვარაცხელია - ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ, გაჩერებას არ ვაპირებთ
Date:  

ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ ამ მიღწევით, გაჩერებას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, პორტუგალიასთან გამარჯვებით „ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა“.

„უბედნიერესი ვარ. ასეთი გახარებული, ალბათ, არასდროს არ ვყოფილვარ. ჩვენ ქვეყანა ვასახელეთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. დარწმუნებული ვარ ახლა ბევრი ბედნიერი იქნება საქართველოში. ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ ამ მიღწევით. გაჩერებას არ ვაპირებთ. რადგან პორტუგალია დავამარცხეთ, ე.ი. იმის უნარი და თვისებები გვაქვს, რომ ყველა გუნდთან ვითამაშოთ.

უდიდეს მადლობას გადავუხდი[გულშემატკივარს]. საოცარი გულშემატკივრობა იყო. ეს მუხტი გამოგვყვა თამაშზე და ალბათ, ყველამ ნახეთ, მაქსიმუმი ჩავდეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო. ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way