USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
Tbilisi
ხვალიდან მელიქიშვილზე მოძრაობა აღდგება - კალაძე
Date:  844

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 19 სექტემბრიდან მელიქიშვილის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება.

"ამ წუთში ქვედა ფენებში გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს და ხვალ დილიდან ამ კონკრეტულ სივრცეზე ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება. თანაც ორმხრივი მოძრაობა აღდგება, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ სამუშაოები დასრულებულია. ეს მხოლოდ ქვედა ფენებში მოქცეული ინფრასტრუქტურაა და ამის შემდეგ კიდევ ორი ფენა უნდა დაიგოს. შემდეგი იქნება საკანალიზაციო ჭის თავების წამოწევა და ასფალტის ორი ფენის დაგება.

პარალერულად ტროტუალრების მოწესრიგება და გამწვანებითი სამუშაოები მიმდინარეობს. მთლიანად შეიცვლება განათების ბოძები, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი. კოსტავაზე ჩამსვლელი [ქუჩა] დროებით გადაიკეტება, რადგან იქაც იგივე სამუშაოების ჩატარება გვინდა. გვსურს მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შევცვალოთ. როგორც გითხარით ხვალიდან მელიქიშვილზე გადაადგილება ორმხირვად იქნება შესაძლებელი",- განაცხადა კალაძემ.

მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ ივნისში დაიწყო. პროექტის ღირებულება 6.4 მლნ ლარია და სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში კომპანია B.M.C-მ გაიმარჯვა.

World
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way