USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Tbilisi
ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
Date:  

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ზვავის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხულოს მერს ვახტანგ ბერიძის განაცხადებით, სოფელში ზვავი დილით განვითარდა, რის შედეგადაც, ერთი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა წაიღო. მერის ინფორმაციით, ზვავში მოყოლილი მამაკაცი მეზობლებმა ამოიყვანეს, ხოლო მისი მეუღლე დაიღუპა.

„მთელი ღამის განმავლობაში მაღალი ზონის სოფლებში თოვდა. სამწუხაროდ, ზვავი განვითარდა, რის შედეგადაც ერთი ოჯახი ჩაიყოლა, ოჯახში ორი ადამიანი იმყოფებოდა. მამაკაცი მეზობლებმა ამოიყვანეს. რაც შეეხება მის მეუღლეს, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, იგი უკვე ამოვასვენეთ. ზვავმა სახლთან ერთად დამხმარე ნაგებობაც წაიღო. ოჯახში 60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი იყო. რაც შეეხება მეზობლებს მათ საფრთხე არ ემუქრება.

სოფლებთან მისასვლელი გზები აქტიურად იწმინდება, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. მუნიციპალიტეტში საკმაოდ ბევრ ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები”,- აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way