USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა
თარიღი:  418

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების აქცია გაიმართა. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ტერიტორიაზე 150 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი დარგეს, ასევე, ტერიტორია გაიწმინდა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 მათივე ცნობით, გამწვანებისა და დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ტოგონიძემ.

 „დღეს მუნიციპალიტეტი შეუერთდა გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს. აქციის ფარგლებში, სამი სახეობის ნერგები დავრგეთ, ასევე, ხდება ტერიტორიის დასუფთავება. ეს არ არის ერთჯერადი აქცია, ხუდადოვის ტყეში ნერგები წელს კიდევ დაირგვება და მომდევნო წლებშიც გავაგრძელებთ ამ მნიშვნელოვან სარეკრეაციო სივრცეზე ზრუნვას“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

,,თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის, დავით ფაჩულიას განცხადებით, ხუდადოვის ტყე, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 40 ჰექტარია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწვანე სივრცეა ჩვენი ქალაქისთვის და აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ.

„მინდა, მოვუწოდო მოქალაქეებს, კერძო კომპანიებს, ასეთ რეკრეაციულ სივრცეებში ნუ განათავსებენ უკანონოდ სამშენებლო ნარჩენებს. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება გარემოზე, ქალაქსა და მის მოსახლეობაზე“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

 ნერგების დარგვასა და დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, გამგეობის თანამშრომლებმა და თბილისის საკრებულოს წევრებმა.

 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ 1972 წელს გამოცხადდა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და გარემოს დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის