ინგუშეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენის ასიწლისთავთან დაკავშირებით მაგასსა და ნაზრანში ჩატარდა საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ტურნირი.
შეჯიბრში ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკების მებრძოლების გარდა მონაწილებას იღებდნენ რუსეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის საბრძოლო ხელოვნებათა კლუბები.
ბრძოლები გაიმართა ორ სახეობაში - შახბოქსში და ინგუშურ ხელჩართულ ბრძოლა - შოდ სან ლატში.
ხრიდოლიონმა რევაზ მჭედლიშვილმა ორივე სახეობაში ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
რევაზმა ჯერ ხელჩართულ ბრძოლის ფინალაურ შეხვედრაში დაამარცხა რუსეთის მოქმედი ჩემპიონი კიქბოქსინგში იანურ იამალეტგინოვი, შემდეგ კი შახბოქსში მოუგო მოკრივე ილიაზ ბარკონხოევს, რომელიც ჩრდილოკავკასის პირველობის მოქმედი ვერცხლის პრიზიორია კრივში.
შახბოქსი წარმოადგენს გერმანიაში დაფუძნებულ ორჭიდს, სადაც კრივი და ჭადრაკი ერთ საშეჯიბრო სახეობად არის გაერთიანებული.
მებრძილები კრივის რაუნდებს შორის სწრაფ ჭადრაკს თამაშობენ. საჭადრაკო შეხვედრის მთლიანი ხაგრძლივობა ოთხ წუთს გძელდება. მებრძოლი უნდა ჩაეტიოს დროში. წინააღმდეგ შემთხვევაში დროში ვერ ჩატევა შამათის ტოლფასია.
ქართველ მებრძოლს დროში ჩატევა არ დასჭირდა, მან მეშვიდე სვლაზე ჩაუსვას შამათი მოწინააღმდეგეს, შემდეგ კი რინგზე დაამარცხა მეტოქე.