USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
ხობში ღონისძიება “მე მიყვარს ხობი“ გაიმართა
Date:  523

ხობის ცენტრალურ პარკში მერიის მხარდაჭერით და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ღონისძიება - “მე მიყვარს ხობი“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

"ხობის ცენტრალურ პარკში მერიის მხარდაჭერით და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ღონისძიება - “მე მიყვარს ხობი“ გაიმართა.ქალაქ ხობში, მთელი დღის განმავლობაში, საზეიმო, სპორტულ-გასართობი, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობდა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ხობელი ხელოვანის, ირაკლი შონიას ნამუშევრების გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ზრუნავდნენ კოსტიუმირებული ანიმატორები. გაიმართა პირველობები ნარდში, მკლავჭიდში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში.
 
კულტურის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. მაყურებლის წინაშე ქართული და უცხოური სიმღერებით ოთო ნემსაძე და ჯგუფი „ლიმბო“ წარდგნენ.
 
საზეიმო საღამო დიჯეი ზუქეის კონცერტით გაგრძელდა.
 
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ესწრებოდნენ."
sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way