USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
ხმაური და დაპირისპირება თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე - საკუთარი სახლიდან გამოსახლებას ამჯერად ხატიაშვილების ხუთსულიანი ოჯახი ელოდება. დაკავებულია ოჯახის მხარდასაჭერად მისული ირაკლი კაკაბაძე
Date:  

თბილისში, კეკელიძის N1-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ხმაურია. საქმე ეხება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესს, რასაც ხმაური მოჰყვა.

საკუთარი სახლიდან გამოსახლებას ამჯერად ხატიაშვილების ხუთსულიანი ოჯახი ელოდება. იქ აღმასრულებლები ზუსტად 11:00 საათზე გამოჩნდნენ. ოჯახის მხარდასაჭერად ადგილზე მისულმა ხალხმა კი სამართალდამცავებს სადარბაზოში შესასვლელი რკინის და ბინის კარი შედუღებული დაახვედრეს. 

მარინა ხატიაშვილი, რომელიც  10 თვის ჩვილთან ერთად ღია ცის ქვეშ რჩება, ამბობს, რომ მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ მათ  გამოსახლებას მწვანე შუქიკერძო მევახშესთან უკანონო გარიგების  სანაცვლოდ აუნთო. 

ადგილზე სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ უფლებადამცველი, ირაკლი კაკაბაძე დააკავა. დაკავებამდე მან  დაანონსა, რომ გაზაფხულზე შეიქმნება გაერთიანება, ვინც მოქალაქეთა გამოსახლებას შეეწინააღმდეგა.

სამართალდამცავებმა სავარაუდოდ კიდევ სამი პირი დააკავეს. 

ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტი, რომელიც ავტომობილის სახურავიდან პირდაპირ ეთერში მუშაობდა, პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩაიყვანა. ის პოლიციის თანამშრომლებს უხსნიდა, რომ იყო ჟურნალისტი, მანქანა კი მისი იყო, თუმცა უშედეგოდ. 

 

შეკრებილების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ადგილიდან უკვე განარიდეს.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way