USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Тбилиси
ხევსურების წერილი ამერიკის პრეზიდენტს - "ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბალ­შოვიკებით. გვიკრძ­ალავენ რჯულს"
дата:  4657

1936 წლის 13 იანვარს, დილით, სოფელ ბარისახოში უცხო ადამიანი გამოჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცს ტყავის ჩექმებში ჩატანებ­ული კუბოკრული შარვალი და ბეწვის ქურქი ეცვა. ცალ მხარზე­ ზურგჩანთა გად­აეკიდებინა, მეორეზე­ თხილამურები გაედო.­ უცნობმა ადგი­ლ­ობრივ სკოლას მიაშურა, სადაც რამდენიმე მოწაფე­ და მასწავლებელი დახვდა. სტუმარი მათ რუსულ ენაზე მიესალმა და ამერიკელ ჟურნ­ალისტად, რობერტ მაკგრეგორად გაეცნო, რომელიც ხევსურთა ყოფა-ცხოვრებისა და ადათ-წესების შესწავლას აპირებდა.
მაკგრეგორმა ბარგი ბარისახოს დასასვენებელ სახლში დააბინავა და სოფლის საფ­იხვნოზე შეკრებილ მამაკაცებს შეუერთდა.­ ამერიკელის განსაკუთრებულ ინტერესს მახლობლად მდებარე ლიქოკის ხეობა იწვევდა.
13 იანვრის ღამეს ლიქოკელები ძველით ახალ წელს აღნიშნავდნენ. სალოცავთან შეკრებილმა 50-მდე ადამიანმა მაკგრე­გორი ჩვეული სტუმართმოყვარეობით მიიღო. ამერიკელმა გვარიანად მოილხინა. პრობლემა მხოლოდ მაშინ შეექმნა, როცა თავისი ფოტოაპარატით სალოცავის გადაღება ისურვა. რამდენიმე ხევსურს ეჭვი გაუჩნდა, რომ სტუმარი ხელისუფლების მიერ მიგზავნილი კაცი იყო, რომელიც სალოცავში არსებული საკულტო ნივთების აღრიცხვას აწარმოებდა. მაკგრეგორს გადაღების უფლება არ მისცეს, სამაგიეროდ, როცა სასმელი მოეკიდ­ათ,­ გული გაუხსნეს და საბჭოთა ხელისუფ­ლებისადმი სიძულვილის შესახებ გაანდვეს.
მაკგრეგ­ორმა მასპინძლებს კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღუთქვა - ამერიკის მთავრობა თქვენს მხარეს არის და მალე იარაღით მოგამარაგებთო.
სტუმარი ერთი კვირის მანძილზე მოსმენილს უბის წიგნაკში იწერდა­ და ხევსურებს აიმედებდა, რომ კომუნისტე­ბის აღსასრული მალე დადგებოდა. მერე თბილისში გაემგზავრა, შემდეგ თვეებში კი ხევსურეთში კიდევ რამდენჯერმე ავიდა.
1936 წლის დასაწყისში საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მე­ე­ქვსე განყოფილებაში, რომელსაც კაპიტანი ალექსანდრე ქვლივიძე ხელმძღვანელობდა, სისხლის სამართლის მორიგი საქმე აღიძ­რა­.
ჩეკისტებმა გამოავლინეს ჯგუფი, რომელიც შესაძლო ამბოხის შემთხვევაში­ მთიელებს უხელმძღვანელებდა. ამ ჯგუფს ამერიკელი ჟურნალისტის თარჯიმანი, 60 წლის ღერენა ლიქოკელი მეთაურობდა.

ღერენა 1922 წლის აჯანყების აქტიური­ წევრი და ქაქუცა­ ჩოლოყაშვილის მეგობარი იყო.
1936 წლის 23 ივნისს ღერენა ლიქოკელი,­ ორ ნათესავ კაცთან ერთად, თბილისში სოლოლაკში, ამერიკელი ჟურნალისტის ნაქირავებ ბინაში მივიდა. მაკგრეგ­ორმა ხევსურებს ამერიკის ხელისუფლების­ სახელზე წერილის გაგზავნა შესთავაზა. წერ­ილი იმავე დღეს, ამერიკელის ბინაში დაიწერა.
1936 წლის 1-ელ ოქტომბერს ღერენა ორ შეთქმულთან ერთად, კვლავ თბილისში ჩავიდა, მაკგრეგორის საცხოვრებელს მიადგა. კარი არავინ გააღო. მოულოდნელად კომუნალური ბინის მეზობელი ოთახებიდან შეიარაღებული­ ჩეკისტები გამოცვივდნენ და ხევსურები შეიპყრეს. იზოლატორში 14 ხევსური აღმ­ოჩნდა. არც ერთი მათგანი შინ აღარ დაბრუნებულა. მათი ბედი დღემდე უცნობია.


ხევსურების წერილი:
,,ამერიკის დიდს მთ­ა­­ვ­რობას ხევსურეთის წარმომადგენლობის თხოვა. ჩვენი­ ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბალ­შოვიკებით. გვიკრძ­ალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან, ხშირად გვეუბნებიან, მაგ­რამ ჩვენ თანახმა არა ვართ, მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია, იარ­აღი კი არა გვაქვ, მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრიელის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი­ გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველი აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში იართ ჩვენ. მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები გიგა ლიქოკელი­, ღერენა ლიქოკელი, გიორგი ლიქოკელი. 1936 წლის 23 ივნისი".
ამერიკის ხელისუფლებისადმი შედგენილი მიმართვა ათწლეულების მანძილზე საბ­ჭოთა უშიშროების არქივში ინახებოდა. შემდეგ ოკუპაციის მუზეუმს გადაეცა. 2006 წელს ამ დოკუმენტის ასლი აშშ-ის პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშს გადასცეს. ხევსურთა წერილი ადრესატამდე 70 წლის დაგვიანებით მივიდა.

ფოტო: 1921 , წითელ არმიასთან საბრძოლველად ჩამოსული ფშაველები და ხევსურები

წყარო: ნანა კალანდაძე

мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати