გამოქვეყნდა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ინდექსი. ქვეყნები 5 ჯგუფად არის დაყოფილი: 1. ძალაუფლების მქონე 2. წამყვანი 3. ამომავალი ვარსკვლავი 4. გაღვიძების ეტაპზე 5. ღრმა ძილში
საქართველო, მოწინავე აფრიკულ ქვეყნებთან ერთად, საპატიო მე-5 ადგილზე, ანუ ღრმა ძილშია.
აშშ და ჩინეთი უპირობო ლიდერები არინ, თუმცა MIT -ის მიხედვით ჩინეთი 2022 წლისათვის გადაუსწრებს აშშ-ს. ამის წინაპირობა ტექნოლოგიების მოპარვა, ჰუავეის 5G ქსელის მონაცემების აკუმულირებისთვის გამოყენება და ტოტალური მოსახლეობის კონტროლია.

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.