USD 2.7075
EUR 3.1402
RUB 3.3462
თბილისი
ხელისუფლება საპროტესტო აქციებზე ლაზერული გამოსხივების მქონე საშუალებების გამოყენებას კრძალავს
თარიღი:  366

შეკრებისა და მანიფესტაციების დროს პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებასთან ერთად, სახის ნიღბის ტარება, ასევე ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება აიკრძალება.

ამასთან, ნიღბის ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით, შესაძლოა, გამონაკლისი გარკვეულ პროფესიულ ჯგუფებზე გავრცელდეს და საპროტესტო აქციების დროს ექიმებსა და ჟურნალისტებს ნიღბის ტარების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ამ მიმართულებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენისას გადამუშავდა. ცვლილებების პროექტი პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა შესთავაზა.

„ლაზერული და მკვეთრი გამოსახულების მქონე საშუალებებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას, ასევე ამას შეიძლება პროვოკაციული ხასიათი ჰქონდეს.

როდესაც მოქალაქე აქციაზე პროტესტის გამოსახატავად მიდის, მისი ინტერესი უნდა იყოს, რომ პროტესტი საჯაროდ გამოხატოს. როდესაც სახის დაფარვა ხდება, მით უფრო მასობრივად, არის პოტენციალი იმისა, რომ ამას ძალადობრივი მიზნები გააჩნდეს, ამის რისკები იზრდება. სახის დაფარვა აკრძალულია მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში“, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა, რომელმაც პარლამენტში ამ მიმართულებით ინიცირებული კანონის პროექტის კორექტირება შესთავაზა.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვით, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.

პიროტექნიკასთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, აკრძალვები, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები შემოდის, რომელთა ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში.

ერთ-ერთ აკრძალვას წარმოადგენს ის, რომ დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორიცაა: - ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც ემატება.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის