USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
ცხედრისგან ადამიანის COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
Date:  1043

  ტაილანდში სასამართლო მედიცინის ექსპერტი გარდაიცვალა, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი გარდაცვლილი ადამიანისგან გადაედო. ეს ცხედრისგან ინფიცირების პირველი შემთხვევაა. ამის შესახებ Daily Mail წერს. კვლევაში, რომელიც სპეციალიზირებულ ჟურნალში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ სასამართლო მედიცინის ექსპერტი ტაილანდში COVID-19-ის გავრცელების ადრეულ ეტაპზე დაინფიცირდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ მას ცოცხალ ინფიცირებულებთან შეხება არ ჰქონია. ბანგკოკში კი ექსპერტი ინფიცირებულის სამედიცინო ექსპერტიზას ატარებდა. ბოლო მონაცემებით, ტაილანდში COVID-19-ის 2613 შემთხვევაა დადასტურებული, 34 ადამიანი გარდაიცვალა. სამედიცინო ორგანიზაციები, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მოუწოდებს ადამიანებს, ვინც ინფიცირებულთა ცხედრებთან მუშაობს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ, ვინაიდან ამ დრომდე ბოლომდე უცნობია, კონკრეტულად როგორ ვრცელდება ვირუსი.

 

წყარო: dailymail.co.uk

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way