USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Тбилиси
"ხაზარაძეს ავიწყდება- ლელოს შერკინებით დებენ და არა გაიძვერობით"
дата:  1125

თეოლოგი ბასილ კობახიძე მამუკა ხაზარაძეს განცხადებას ეხმაურება, რომელიც პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" ლიდერმა ტვ პირველის ეთერში გააკეთა და საპატრიარქოსათვის ტყეების გადაცემა დადებითად შეაფასა. 

 

"მამუკა ხაზარაძე ეკლესიას ეპადხალიმება ტვ პირველზე. ძველი გვარდიაა ეგ. ხაზარაძემ მარტო თეთრი რაში, სახელად "ამინ" კი არ მიჰგვარა პატრიარქს, ფოტოზეა ეგ ამინ, არამედ მთელ რიგ მეუფეებს აფინანსებდა, ბინებს ყიდულობდა მათთვის. ახლა ფიქრობს, ეკლესია დიდი ძალაა, ეგებ ბიძინას უგანოს და მე დამიჭიროს მხარიო, სხვა პარტიებსაც სარმას დავუდებ და ხელისუფლებაშიც გავძვრებიო. მამუკას ორი რამე ავიწყდება: ლელოს შერკინებით დებენ და არა გაიძვერობით; ამინი პატრიარქმა მერე ღარიბაშვილს აჩუქა", - წერს კობახიძე.

ილია მეორემ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც მაშინ პრემიერის პოსტს იკავებდა, თეთრი ცხენი 2014 წლის 5 აგვისტოს აჩუქა.

ცხენი პატრიარქმა მამუკა ხაზარაძისგან 2007 წელს თავადაც საჩუქრად მიიღო - მაშინ ხაზარაძემ და მისმა პარტნიორმა, ბადრი ჯაფარიძემ ილია მეორეს აღსაყდრების 30 წლისთავი მიულოცეს. 

 

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати