USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ხათუნა სამნიძე: გადავიდეთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე
თარიღი:  

თუ გვინდა, რომ დასრულდეს მოღალატეების ძახილი, შეწყვიტეთ ამ კანონის უკან წაღების შემდეგ ისევ ამ კანონზე საუბარი და გადავიდეთ ამ ქვეყნის მთავარ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულება, - განაცხადა პარლამენტის წევრმა ხათუნა სამნიძემ პლენარულ სხდომაზე .

„თუ თქვენ გსურთ, რომ დასრულდეს ეს პოლარიზაცია, თქვენგან არ უნდა ისმოდეს და მათ შორის, ამ ტრიბუნიდან უმრავლესობის ლიდერისგან და პარტიის თავმჯდომარისგან, რომ ვიღაც ქვეყნის მტერია და ებრძვის ამ ქვეყნის ტრადიციებს. თქვენ ახალისებთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც სხვისი განსხვავებული აზრი არ მოსწონს და შეურაცხმყოფლები, თავდასხმები მათზე, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ეს არის თქვენს მიერ წახალისებული პრაქტიკა. რაც შეეხება იმაზე საუბარს, რომ კანადა და სხვა ქვეყნები აპირებენ იმ კანონის მიღებას, თქვენ აქ რა კანონიც დააინიცირეთ იყო რუსული პრაქტიკა და მთლიანად რუსული გეგმა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სხვა ქვეყნები ლაპარაკობენ მათ მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებზე და გარდა ამისა, წლებია მსჯელობენ ამ საკითხზე. თქვენ კიდევ განხილვის დროს ადამიანები არ შემოუშვით კომიტეტზე, რომლებსაც პირდაპირ ეხებოდათ ეს კანონი და ჰქონდათ მასზე მოსაზრებები. თუ გვინდა, რომ დასრულდეს მოღალატეების ძახილი, შეწყვიტეთ ამ კანონის უკან წაღების შემდეგ ისევ ამ კანონზე საუბარი და გადავიდეთ ამ ქვეყნის მთავარ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულება“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის