USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
ხათუნა ლაგაზიძე - ალეკო ელისაშვილის არგუმენტი, რომ პარლამენტში შესვლა ისტორიული ცვლილებებისთვის არის საჭირო, არის უბრალოდ ბლეფი
Date:  560

ალეკო ელისაშვილის არგუმენტი, რომ პარლამენტში შესვლა ისტორიული ცვლილებებისთვის არის საჭირო, არის უბრალოდ ბლეფი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმარა პარტია „მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” რასაც არ უნდა დაპირდეს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებისთვის, ელისაშვილის პარლამენტში შესვლა აუცილებელი არ არის.

„ქართულ ოცნებას” აქვს ხმების საჭირო რაოდენობა იმისათვის, რომ მიიღოს ნებისმიერი ცვლილება ორგანულ კანონში. არგუმენტი, რომ ალეკო ელისაშვილი პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის შედის, საერთოდ ბუნებაში არ არსებობს. ის პუნქტები, რომლებიც საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს ეხება და არჩევნების ჩატარების წესს, მესამე-მეოთხე პუნქტად არის გაწერილი იმ დოკუმენტებში, რომლებსაც ხელისუფლება და ოპოზიცია განიხილავს. ეს პუნქტები უნდა დავყოთ ორ ნაწილად იმის მიხედვით, რამდენი ხმა სჭირდება ამ ცვლილებების მიღებას. მესამე პუნქტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ პარლამენტი უნდა აირჩეს პროპორციული წესით და ბარიერი უნდა იყოს 0-დან 3%-მდე, საპარლამენტო ცვლილებების ნებისმიერ ცვლილებას სჭირდება კონსტიტუციის ცვლილება, შესაბამისად ელისაშვილი პარლამენტში შევა თუ არ შევა, „ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს და შესაბამისად, კონსტიტუციაში ცვლილებას ვერ განახორციელებს. ამიტომაც ელისაშვილის პარლამენტში შესვლას აზრი არ აქვს. დანარჩენ ცვლილებებზე, რაზეც არის საუბარი ყველა ის ცვლილება შეიძლება განხორციელდეს საარჩევნო კოდექსში ცლილებების შეტანით და ყველა ამ ცვლილების მიღება „ქართულ ოცნებას” შეუძლია თავისივე ხმებით, ისე, რომ ერთი ოპოზიციონერის ხმაც არ დასჭირდეს, შესაბამისად, ამ ნაწილშიც ალეკო ელისაშვილის იქ ყოფნის საჭიროება საერთოდ არ არის.

თუ „ქართული ოცნება” აყენებს საკითხს, რომ თუ არ შემოხვალ მე ამ ცვლილებებს არ მივიღებო, მაშინ ხელისუფლება ამით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუთარ დიქტატორულ სახეს. ელისაშვილის პარლამენტში შესვლას არც იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას დაპირდება “ქართული ოცნება” იმიტომ, რომ გამორიცხულია მათ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღონ, ამისთვის მათ არ ეყოფათ რაოდენობა, სულ რომ ათზე გაამრავლონ ელისაშვილი და არც იმ შემთხვევაში არის ელისაშვილის პარლამენტში შესვლის აუცილებლობა თუკი “ქართული ოცნება” საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მიიღებს იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” ცვლილებების მიღება თავისივე ხმებით შეუძლია. ასე რომ არგუმენტი, რომ პარლამენტში შესვლა ისტორიული ცვლილებებისთვის არის საჭირო არის უბრალოდ ბლეფი”, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ამასთან, პოლიტოლოგის თქმით, შესაძლებელია სხვისი პოზიციები არ მოგწონდეს, მაგრამ სხვების ჯინაზე პარლამენტში შესვლა სრული სისულელე და სიყალბეა.

„რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის მიერ ოპოზიციონერების მოხსენიებას - ესეც ჰგონია, რომ მის საქციელს გაამართლებს. გასაგებია, რომ შეიძლება არ მოგწონდეს სხვისი მოქმედებები, აზრები და პოზიციები, მაგრამ სხვის ჯინაზე პარლამენტში შესვლა სრული სისულელე და სრული სიყალბეა. თუ ვინმე ოპოზიციის წარმომადგენელზე განაწყენებულია, ამით საერთო საქმეს აზარალებს და საკუთარ იმიჯს ინგრევს?!”, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

შეგახსენებთ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

ასევე დღეს ელისაშვილმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ბოკერია და უგულავა პარლამენტში ვერ მოხვდნენ და ამიტომ უნდათ, ყველაფერი არიონ და საბოტაჟით დაკავდნენ.

tbilisi
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way