USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ხატია დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილის წერილს აფასებს, როგორც პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობას
თარიღი:  805

“ერთიან ნაციონალური მოძრაობაში” პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბიძინა ივანიშვილის წერილს პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობად აფასებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე  აღნიშნავს, რომ ივანიშვილს აღარ სურს პარტიულ თანამდებობაზე დარჩენა ქვეყანაში არსებული პრობლემების ფონზე, მეორე მხრივ კი ცდილობს, “საერთაშორისო სანქციებს” გაექცეს.

“ეს წასვლა არის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების დეკლარირება იმიტომ, რომ ქვეყანა არის დეფოლტის წინ: მილიარდობით საგარეო ვალი, რომელიც აიღო ქვეყანამ და კიდევ აპირებენ ამ ვალის აღებას; უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური თუ ჯანდაცვის კრიზისი; პოლიტიკური კრიზისი…

ამიტომ ახლა გადაწყვიტა, რომ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას აუცილებლად დაეკისრება, მიუხედავად იმისა, სად წავა და სად მოვა, მთლიანად გადაჰკიდოს საკუთარ გუნდს.

…პირველ რიგში ამაზე უნდა დაფიქრდეს “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა, რომ ივანიშვილი გაექცა პასუხისმგებლობას და ქვეყანა დეფოლტის წინაშე დატოვა”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ენმ-ის ლიდერი ივანიშვილის ამ განცხადებას ასევე უკავშირებს მისი ქონების საკითხსა “საერთაშორისო სანქციებს”, რომლებსაც, დეკანოიძის თქმით, აუცილებლად განიხილავენ.

“ვფიქრობ, ივანიშვილს უნდა, რომ ჩრდილში გაექცეს საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც აუცილებლად იქნება განხილვის თემა ძალიან მალე. ამას ჰაერზე არ ვამბობ. გადაწყვიტა, რომ თავისი ქონება დამალოს “ქართუში”, რომლის წილის ძირითადი მფლობელი არის ოფშორი.

ახლა, როდესაც მსოფლიოში კიდევ უფრო გამახვილდება ყურადღება ხელისუფლებაში ოლიგარქიული რეჟიმების ყოფნასთან დაკავშირებით, გადაწყვიტა, რომ გადამალოს ეს ქონება და გავიდეს ჩრდილში, რაც არ მოშლის იმ არაფორმალური მმართველობის ბერკეტებს, რომელიც აქვს ივანიშვილის ჩვეულებრივ”, – დასძენს ენმ-ის ლიდერი.

ხატია დეკანოიძემ ასევე ისაუბრა “ქართული ოცნების” ოპოზიციაში გადასვლაზე, რასაც ივანიშვილი თავის “მთავარ ოცნებად” ასახელებს “კეთილსინდისიერი” ოპოზიციური ძალის გამოჩენის შემთხვევაში. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი საპასუხოდ დასძენს, რომ “ოცნებას” 2020 წლის არჩევნებზე უკვე ჰქონდა შანსი, ხელისუფლება მშვიდობიანად გადაებარებინა, თუმცა “ეს შანსი არ გამოიყენა და ხელისუფლება მიიტაცა”.

დღეს, 11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა. ივანიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” გუნდს შეუძლია მისი “შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება”.

ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. „ქართული ოცნების“ წესდების თანახმად, მისი ადგილი დროებით, გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ უნდა დაიკავოს.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის