USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
ხაშურის კლასტერი - სოფელი ხიდისყური ჩაიკეტა
თარიღი:  1744

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გომის თემში შემავალი სოფელი ხიდისყური ჩაიკეტა, დაკეტილია მაღაზია, რომლითაც ხშირად სარგებლობდა ქალი, რომელსაც გომში კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გომის თემში მდებარე სოფელ ხიდისყურში, სადაც კოვიდ 19-ის შემთხვევა დადასტურდა, უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდა. სოფლის ყველა შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს. გადაადგილება აიკრძალა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. ინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი, მათი ანალიზების პასუხები ცოტა ხანში გახდება ცნობილი. თვითიზოლაციაში იმყოფება ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი მეზობლად მცხოვრები ოჯახის ყველა წევრი. ხიდისყურში დაიკეტა მაღაზიაც, რომლითაც ინფიცირებული ქალი ხშირად სარგებლობდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალს Covid 19-ით ინფიცირება გუშინ დაუდასტურდა. აღნიშნული პირი თბილისში ცხოვრობს და ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისყურში მდებარე აგარაკზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის