USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
თბილისი
ხარიტონ შავიშვილი - შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი დიპლომატი და მწერალი
თარიღი:  5240
ხარიტონ შავიშვილმა საქართველო 1906 წელს, 20 წლის ასაკში დატოვა და შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად. ჩასვლისთანავე ევროპული საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო. წერდა და აქვეყნებდა სტატიებს, როგორც ფრანგულ, ასევე ბელგიურ გამოცემებში.
 
იბრძოდა ადამიანის უფლებების დასაცავად, ყალბი და ცილისწამებლური პროპაგანდის წინააღმდეგ. 1918 წელს მან ბერნში, მიხეილ სუმბათაშვილთან ერთად, დაარსა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგებლეობა, ხოლო 1919 წელს - ქართული პრესის ბიურო, რომელიც ევროპის საინფორმაციო საშუალებებთან თანამშრომლობდა. ბიურო 25 წლის განმავლობაში სისტემატიურად ავრცელებდა საქართველოს შესახებ ინფორმაციას. 1920 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ, იგი ერთა ლიგაში წარმომადგენლად დანიშნა. ლიგის სხდომებზე ხარიტონი საბჭოთა კავშირს მკაცრად აკრიტიკებდა.
 
ცნობილია მისი გამოსვლა გაეროში 1934 წელს, როდესაც საბჭოთა რუსეთი საიდუმლო შეიარაღებაში დაადანაშაულა. მან, ჟენეველ მეგობრებთან ერთად, დააარსა საქართველოს დამხმარე საერთაშორისო კომიტეტი, სადაც გააერთიანა ყველა პოლიტიკური პარტის თუ ეროვნების წარმომადგენელი, ასევე ევროპული პრესა. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომში დატყვევებული ქართველების და მათი ოჯახების დახმარების მიზნით, ხარიტონ შავიშვილმა ჟენევაში ემიგრანტთა წარმომადგენლობა დააფუძნა და არაერთი ქართველი დაიხსნა ბანაკებიდან. მათ შორის გრიგოლ რობაქიძე, რომელიც მისი დახმარებით შვეიცარიამ "ინტელექტუალური ლტოლვილის" სტატუსით მიიღო.
 
"კაცი, პოლიტიურ ვითარებაში კარგად ჩახედული და საქმიანობაში ძალიან მოხერხებული. ლელოს გამტანი შეხლა-შემოხლაში. აქაურ მმართველთა რიგებში მას ნდობაცა აქვს და გავლენაც, აგრეთვე, პასუხმგებ წრეებშიაც. მუშაობს საქართველოსთვის თავგამოდებით და მარჯვეთ’’, - ასე ახასიათებდა გრიგოლ რობაქიძე ხარიტონ შავიშვილს .
 
მან შვეიცარიასა და საფრანგეთში 11 წიგნი გამოაქვეყნა ფრანგულ ენაზე. მას ეკუთვნის პარიზში გამოცემული მემუარული ჟანრის ნაწარმოებები, ასევე ნაშრომები წმინდა ნინოს, თამარ მეფის, და ,,ვეფხისტყაოსნის’’ შესახებ.
 
ხარიტონ შავიშვილი 1975 წელს ოთხმოცდაცხრა წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ჟენევის კოლონის სასაფლაოზე, რომელიც, შვეიცარიელმა სოციალისტებმა მისთვის სამუდამოდ შეისყიდეს. 2003 წელს ჟენევაში, ჟორჟ ფავინის ბულვარზე მდებარე სახლზე, საზეიმოდ გაიხსნა ხარიტონ შავიშვილის მემორიალური დაფა ქართული წარწერით: " იცხოვრა სამშობლოსთვის..."
მსოფლიო
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის